![]() |
შეფიცულები |
- პროექტის სახელწოდება:1924 წლის აჯანყება
- პროექტის იდეა: მოვლენის 80 წლის იუბილე და სახელოვანი წინაპრების გახსენება. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური, . საყოველთაო- სახალხო შეიარაღებულ გამოსვლა საქართველოში. როგორც ნათელი მაგალითი, საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად ბრძოლისა.
- პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეები გაეცნობიან ამ მოვლენის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ფარგლებში იმართება აჯანყებისთვის მიძღნილი კვირეული
- პროექტის მიზანი: მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას, გაუზიარებენ ერთმანეთს, გაუკეთებენ ანალიზს მის მნიშვნელობას და შედეგებს. გამიართება დისკუსია თემაზე : ,, იყო თუ არა აჯანყება საჭირო და რეალური შედეგებზე გათვლილი?" მოიძიებენ ინფორმაციას მასში ჩართულ ისტორიულ პიროვნებებზე (ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ა.შ)
- მოსწავლეთა ასაკი: 16- 17 წელი
- ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი კვირა
- მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან სტენდს სადაც გამოფენენ აჯანყების მონაწილეების სურათებს, გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს, შეიქმნება კედლის გაზეთი: "მორიგი ბრძოლა დაუმოუკიდებლობისთვის". ჩატარდება ლექცია სემინარი სადაც მასწავლებელი მიაწოდებს საბაზისო ინფორმაციას აჯანყების თაობაზე, სემინარის დასასრულს გაიმართება დისკუსია სადაც მოსწავლეებს ექნებათ საშალება კვირის განმავლობაში მიღებული ინფორმაციას საკუთარი შეხედულების მიხედვით გაანალიზონ. მასწავლებელი მოკლე დისკურსის დროს წარადგენს power point ში დამზადებულ პრეზენტაციას,(იხ. პოსტის ბოლოს)
- პროექტისთვის საჭრო ძირითადი რესურსები:
- ადამიანური რესურსები:
- ისტორიის მასწავლებელი: მანანა კვარაცხელია
- ი.ს.ტ მასწავლებელი: ხათუნა ჯალაღონია
- ტექნიკა:
ფოტოაპარატი;
კომპიუტერი;
სკანერი;
პროექტორი;
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივოებები)"
ისტორიის და ი.ს.ტ ინტეგრირება ესგ- ს გათვალისწინებით
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მანანა კვარაცხელია
12. პროექტის თანაავტორი: ხათუნა ჯალაღონია
ფოტო მასალა
პროექტორი;
- ლიტერატურა:
- ირაკლი ოთხმეზური, 24 წლის აგვისტოს დღეები (მოგონებები), გუშაგი, 1985, N6, გვ.67-71
- კ. სალია, აგვისტოს აჯანყების ოცდაათი წლისთავზე,ბედი ქართლისა, 1954, N18,გვ.13-14
- ვასილ შალამბერიძე, 1924 წლის აჯანყება, გამომც. არტანუჯი, 1994, N2-3, გვ.9-14
- მიხეილ მჭედლიშვილი - "1924 წლის სახალხო აჯანყება" ( https://burusi.wordpress.com/2011/02/23/mchedlishvili-2/)
- ინტერნეტში მოძიებული ვიდეო და აუდიო მასალები
თ. ჩაგელიშილი ,, 1921 წლის შემდეგ "
http://www.myvideo.ge/?video_id=731081
კოტე მარჯანიშილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: "ქაქუცა ჩოლოყაშილი"
http://www.myvideo.ge/?video_id=2049526
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივოებები)"
- პროექტის განხორვიელების მიზნით შეიკრიბნენ მოსწავლეები და გადაინაწილეს დავალებები:
- ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და დამუშავება. გუნდის კაპიტანი- მარიამ ზარქუა
- პროექტის ფარგლებში სკოლის დერეფანში გამოიკრა კედლის გაზეთი "მორიგი ბრძოლა დაუმოუკიდებლობისთვის"
- მოსწავლეები ნახავენ თომა ჩაგელიშვილს ისტორიულ-დოკუმენტურ ფილმს ,,1921 წლის შემდეგ"
- მოსწავლლები იხილავენ სპექტაკლს ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი". ისტორიულ პიროვნებაზე ინფორმაციის მიღებასთან ერ\ტად გაეცნობიან თანამედროვე ქართველ მსახიობებს
- ისტორიის მასწავლებელი ჩაატარებს სემინარს აჯანყების შესახებ, რომელსაც დართული ექნაბა პრეზენტაცია (power point). ლექციას დაესწრებიან როგორც სკოლის მოსწავლეები (VII -XII კლ) ასევე ნებისმიერი მსურველი. საინფორმაციუ აფიშა გაიკვრება სკოლაში, თემში და ასევე გავრცელდება ინტერნეტის საშუალებით ( facebook. gmail)
- მოკლე დისკურსის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე ,,საჭირო იყო თუ არა 1924 წლის აჯანყება"
ისტორიის და ი.ს.ტ ინტეგრირება ესგ- ს გათვალისწინებით
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მანანა კვარაცხელია
12. პროექტის თანაავტორი: ხათუნა ჯალაღონია
ფოტო მასალა
![]() |
ლევან რაზიკაშვილი - ვაჟა-ფშაველას ვაჟი
|
![]() |
გიორგი მაზნიაშვილი, უკან დგას ვაჟიშვილი ივანე მაზნიაშვილი |
![]() |
ერთი იმ ვაგონთაგანი, რომლებშიც 1924 წელს შორაპანში დახვრიტეს ეროვნული ამბოხების მონაწილენი (რესტავრირებული. ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიცია) |
No comments:
Post a Comment